საზოგადოება

ვარლამ გოლეთიანი- თვალყურს ვადევნებთ სალხინოში მიმდინარე პროცესებს

Nusagi

სალხინოში, ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები იმყოფებიან. მათი თქმით, ისინი მხარს მშვიდობას და ეკლესიის ერთიანობას უჭერენ.

„ჩვენ ვადევნებთ თვალყურს აქ მიმდინარე პროცესს. ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო. არ მესმის, რას ნიშნავს სხვადასხვა მხარე. ვუჭერთ მხარს ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას, იმედია, ასეც იქნება. წირვის დასრულებამდე აქ ვიქნებით და დავუბრუნდებით ჩვენი პროტესტის ადგილს. სრულიად საქართველოს ვულოცავთ ბზობის დღესასწაულს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარში ღვთისმსახურება მიმდინარეობს. ტაძარში ცოტა ხნის წინ მივიდა მეუფე სტეფანე. მის გამოჩენასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,387 ნახვა
%d bloggers like this: