სპორტი

ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონობას ნიკა მელიას და ძმებ წულუკიძეებს უძღვნის

Nusagi

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული სერბეთის სახელით მიიღო, თავის გამარჯვებას “ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარე ნიკა მელიას და დაკავებულ მოჭიდავე ძმებ წულუკიძეებს უძღვნის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “მთავართან” ინტერვიუში განაცხადა. 

“მინდა ეს გამარჯვება, პირველ რიგში მივუძღვნა ჩემს მუსლიმ ძმებს, წულუკიძეებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაკავებულები, რომლებსაც მოუწყვეს პროვოკაცია. ბიჭები, რომლებიც დღეს წესიერების მაგალითი უნდა იყვნენ მთელი საქართველოსთვის, დღეს უკანონოს ზიან ციხეში. ასევე, ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში არის თავისუფლების იდეის მატარებელი და ამისთვის ზის საპყრობილეში. მინდა ამ გამარჯვებით, ამ ხალხს, რაღაცნაირად ცოტა შევუმსუბუქო”. – ამბობს დათუნაშვილი და ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,906 ნახვა
%d bloggers like this: