რელიგია

ილია მეორე: ყოველი დღე გვაახლოებს მეორედ მოსვლასთან

Nusagi

სამების საკათედრო ტაძარში, ბზობის დღესასწაულისადმი დაკავშირებით აღვლენილი საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მიმართა.

„გილოცავთ ბზობის დღესასწაულს. ბზობა არის დიდი ზეიმი, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლასთან.

ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, იმის შესახებ, როგორ შევხვდებით მეორედ მოსვლის დღესასწაულს. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები, ნუ შეგეშინდებათ, მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული“ – აღნიშნა პატრიარქმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,362 ნახვა
%d bloggers like this: