ხელოვნება და კულტურა

“ოსკარის” დაჯილდოება დღეს ღამით გაიმართება

Nusagi

ოსკარების ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაჯილდოება მეტ-ნაკლებად ტრადიციული ფორმით, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად გამართულიყო.

წლევანდელი ცერემონიალისათვის ორგანიზატორებმა ოთხი ლოკაცია შეარჩიეს. ოსკარების 2021 წლის დაჯილდოება ერთდროულად ლონდონში, პარიზსა და ლოს-ანჯელესის მდებარე ორ დარბაზში გაიმართება. 

ყველა მონაწილეს, რომელიც ლოს-ანჯელესში გამართულ შოუს დაესწრება, წინასწარი შემოწმების გავლა მოუწევს და კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. 

ამასთან, როგორც ცნობილია, ნომინანტებს დაჯილდოებაზე პირბადით ყოფნა არ მოუწევთ.

ოსკარების დაჯილდოება, როგორც წესი, თებერვლის ბოლოს იმართება, თუმცა წელს პანდემიის გამო  თარიღიც შეიცვალა. ოსკარები 2021 საქართველოს დროით 26 აპრილს 04:00 საათზე გაიმართება.

გთავაზობთ ამერიკის კინოაკადემიის მიერ ხმის მიცემით შერჩეული 93-ე დაჯილდოების ფინალისტების ძირითადი კატეგორიების სიას:

საუკეთესო ფილმი

„მამა (The Father)

„იუდა და შავკანიანი მესია“ (Judas and the Black Messiah)

„მანკი“ (Mank)

„მინარი“ (Minari)

“მომთაბარეთა მიწა” (Nomadland)

„იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“ (Promising Young Woman)

„მეტალის ხმა“ (Sound of Metal)

„ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო“ (The Trial of the Chicago 7)

საუკეთესო რეჟისორი

თომას ვინტერბერგი, „კიდევ ერთი ჭიქა“ (Another Round)

დევიდ ფინჩერი, „მანკი“ (Mank)

ლი ისააკ ჩანგი, „მინარი“ (Minari)

ქლო ჟაო, “მომთაბარეთა მიწა” (Nomadland)

ემერალდ ფენელი, „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“ (Promising Young Woman)

საუკეთესო მსახიობი კაცი

რიზ აჰმედი, „მეტალის ხმა“ (Sound of Metal)

ჩედვიკ ბოუსმენი, „მა რეინის ცეკვა“ (Ma Rainey’s Black Bottom)

ენტონი ჰოპკინსი, „მამა“ (The Father)

გარი ოლდმენი, „მანკი“ (Mank)

სტივენ იუნი, „მინარი“ (Minari)

საუკეთესო მსახიობი ქალი

ვიოლა დეივისი, „მა რეინის ცეკვა“ (Ma Rainey’s Black Bottom)

ანდრა დეი, „ამერიკის შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“ (The United States vs. Billie Holiday)

ვანესა კირბი, „ქალის ნამსხვრევები“ (Pieces of a Woman)

ფრენსის მაკდორმანდი, “მომთაბარეთა მიწა” (Nomadland)

კერი მალიგანი, „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“ (Promising Young Woman)

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,884 ნახვა
%d bloggers like this: