Uncategorized

რა საქციელია, რა მანერებია, რა ქრისტიანობაა – მეუფე ნიკოლოზი

Nusagi

რაც დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება, არის სირცხვილი“, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა. 

მისი თქმით, მორწმუნეები განსაკუთრებით კი ბზობის დღესასწაულზე ასეთი საქციელითა და მანერებით არ უნდა გამოირჩეოდნენ.

დღევანდელ დღეს უფალი დიდებით შევიდა იერუსალიმში და ეს ბევრ ადამიანს არ მოსწონდა. რაც დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება, არის სირცხვილი, სამარცხვინო საქციელი. როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ. რა საქციელია, რა მანერებია, რა ქრისტიანობაა, არ ვიცი.

მინდა, დაგარწმუნოთ ყველანი, რომ აუცილებლად დალაგდება ყველაფერი, აუცილებლად მოწესრიგდება. დღეს, დღევანდელ დღეს, დაიმახსოვრეთ, ძალიან ცოტა ხანში დაწყნარდება ყველაფერი. გეგმა არსებობს, ცოტა ხანი დავიცადოთ და ყველაფერი დაწყნარდება“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,364 ნახვა
%d bloggers like this: