პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. რას ამბობენ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები

Nusagi

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი დეპუტატების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციონერები დოკუმენტის აღსრულების მექანიზმებზე მსჯელობდნენ. განსახილველ თემებს შორის იყო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი.

„ამნისტია შეიძლება მხოლოდ კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით შეიძლება გავრცელდეს – ადამიანებზე, რომელთაც უკვე აქვთ კონკრეტული მუხლებით ბრალი. დემონსტრანტების მხრიდან, ეს არის 16 ადამიანი. ასევე, საუბარია სამ პოლიციელზე. ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რაც ამ პროექტში უნდა ჩაიდოს, არის დაზარალებულის თანხმობის აუცილებლობა ამნისტირებაზე“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილი.

„არავინ არ აპირებს, რომ ეს ამნისტია ჯალათებს, ბრძანების გამცემებს ან, მითუმეტეს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შეეხოს. ესაა საერთო ატმოსფერო, რომელიც ამ შეხვედრაზე იყო და ასეთი იქნება პოზიციონირება ჩვენი მხრიდან“, – აცხადებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

ამნისტირებულის თანხმობის აუცილებლობაზე საუბრობენ „სტრატეგია აღმაშენებელშიც“.

„დაზარალებულის თანხმობა არის პრაქტიკა, რომელიც არის ამნისტიის ყველა კანონში და, რა თქმა უნდა, ამაზეც ვიმუშავებთ. მთავარი არის ის, რომ, ზედმეტი ემოციების გარეშე, უნდა მივხედოთ, რომ შეთანხმება დროულად შესრულდეს. ამ შეთანხმების შესრულებაზეა დამოკიდებული ევროკავშირში ინტეგრაციისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შემდგომი ნაბიჯები“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

„ამნისტიის შესახებ კანონი ეხება იმ მუხლებს, რომლითაც აღძრულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან არიან მჯავრდებულები. ამნისტიის კანონი სხვა მუხლებზე არ ვრცელდება. ერთი მუხლია, რომლითაც პოლიციელების მიმართაა სისხლისსამართლებრივი დევნა – ესაა უფლებამოსილების გადამეტება. ამავდროულად, დაზარალებულების თანხმობა არის გავრცელებული პრაქტიკა საქართველოში. ზუსტად ანალოგიური კანონია მიღებული „ქართული ოცნების“ პირობებში, ამნისტიის შესახებ, რომელიც დაზარალებულის თანხმობას გულისხმობდა“, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

შეხვედრას არ ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია სამ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“. მეტიც, შალვა ნათელაშვილის თავდასხმის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი. ნათელაშვილმა შეურაცხყოფა არა მხოლოდ ელჩებს, არამედ ევროპელ პოლიტიკოსებსაც მიაყენა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,156 ნახვა
%d bloggers like this: