ჯანდაცვა

„ალბათობა, რომ კორონავირუსის ინდური შტამი ფართოდ გავრცელდება, შედარებით ნაკლებია“- ცერცვაძე

Nusagi

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდ 19-ის ინდური შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, იმის ალბათობა, რომ ინდური შტამი ფართოდ გავრცელდება შედარებით ნაკლებია.

ამასთან, ცერცვაძემ კოვიდინფექციის მესამე ტალღის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არავინ იცის როგორი იქნება ვირუსის მესამე ტალღა“.

ინფექციონისტის თქმით, არცერთი შტამი სერიოზულად ერთმანეთისგან არ განსხვავდება.

„არავინ იცის როგორი იქნება მესამე ტალღა, შეიძლება ერთ ქვეყანაში უფრო ძლიერი იყოს, მეორე ქვეყანაში შედარებით ნაკლებად გამოხატული იყოს, ჯერჯერობით საბედნიეროდ საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვშია, სადაც მესამე ტალღა არ არის მასშტაბური.

მოსახლეობა თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამს და ისიც დაუყოვნებლივ, იგულისხმება პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, ვაქცინაცია და რა თქმა უნდა კვლავ ვაქცინაცია, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ თავიდან ავირიდოთ მასშტაბური მესამე ტალღა.

ის, რომ 18-20%-ია ამერიკაში აცრილი გარკვეულწილად ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ არ განმეორდეს ნოემბერ-დეკემბერი. მეორე მიზეზია კლიმატი. მაშინ ზამთარი დგებოდა და ყველა რესპირაციული ინფექციები ზამთარში აქტიურდება, ხოლო ახლა პირიქით დგება გაზაფხული, მალე იქნება ზაფხულიც და ეს ის პერიოდია, როდესაც რესპირაციული ინფექციების აქტივობა ბუნებრივად მცირდება. თუმცა ჩვენ არ ვიცით ეს კოვიდზე გავრცელდება თუ არა.

მსოფლიომ და მსოფლიოს ჯანდაცვამ კოვიდ 19-სთან ბრძოლა ისწავლა, უფრო სწორედ მართვა. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ პროგნოზი ოპტიმისტურია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად ფიქსირდება ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა. დღეს დაფიქსირდა 892 ათასი ახალი შემთხვევა.

ჯერ ჩვენთან ინდური შტამი არ დაფიქსირებულა და იმის ალბათობა, რომ ინდური შტამი ფართოდ გავრცელდება შედარებით ნაკლებია, ვიდრე ბრიტანული, ვინაიდან ბრიტანული შტამი პრაქტიკულად მთელ ევროპაშია გავრცელებული. ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და ამიტომ სხვანაირად ვერც მოხდება. არცერთი შტამი სერიოზულად ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ყველაზე მეტად ინფორმაცია გვაქვს ბრიტანულ შტამზე, ინდურზე სრული ინფორმაცია არ გვაქვს. ბრიტანული შტამი იოლად ასნებოვნებს შედარებით ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს. დღეს არსებული ვაქცინების უმეტესობა იცავს მოსახლეობას, შეიძლება არათანაბრად, მაგრამ მაინც იცავს ყველა არსებული შტამისგან“, – განაცხადა ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,594 ნახვა
%d bloggers like this: