საზოგადოება

აღდგომის დღეებში სასაფლაოსთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება

Nusagi

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულზე, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება. ტაძრებში დაცული იქნება სოციალური დისტანცირება.

სადღესასწაულო დღეებში (2 – 12 მაისი) შეიზღუდება სასაფლაოზე გასვლა. მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები“, – განაცხადა ღიბრაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,369 ნახვა
%d bloggers like this: