უცხოური მედია

ესპანეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც კოლეგებს კორონავირუსი გადასდო

Nusagi

გამოძიების ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცი, მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ხველისა, აგრძელებდა სამუშაო ოფისსა და ფიტნეს-კლუბში სიარულს. ეჭვმიტანილი სამსახურში იხსნიდა ნიღაბს, ახველებდა და კოლეგებს ეუბნებოდა, რომ ინფექციას გადასდებდა.

შედეგად, ტესტის პოზიტიური შედეგი მიიღო 5-მა კოლეგამ და ფიტნეს-ცენტრის სამმა კლიენტმა, ინფექცია გამოუვლინდა მამაკაცის 14 ნათესავს, მათ შორის 1 წლამდე ასაკის სამ ბავშვს.

პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი აგრძელებდა სიმპტომებით სამსახურში სიარულს რამდენიმე დღე, ის უარს აცხადებდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასულიყო. ასევე, ჩააბარა კოვიდტესტი, თუმცა პასუხის მიღებამდე არ ერიდებოდა ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას. 

ესპანეთი მსოფლიოში მე-9 ადგილზეა ინფიცირებულთა რაოდენობით. სულ ქვეყანაში გამოვლენილია 3, 47 მილიონი შემთხვევა. გარდაიცვალა 77,6 ათასი ადამიანი. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,399 ნახვა
%d bloggers like this: