Uncategorized

თუ მელიამ გაფშიკა ფეხები და არ უნდა გირაოს გადახდა, ერთ-ერთი საშუალება არის პირად თავდებობაში აყვანა

Nusagi

ევროპაში წასვლამდე, ლელოს წარმომადგენლები შეხვდნენ მელიას. საკანში რაზე იყო საუბარი, რაზე შეთანხმდნენ, არ ვიცი, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო იმის მიხედვით, თუ რა შედეგი დადგა,-ამის შესახებ ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა „პოსტვ-ის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ლელოს წარმომადგენლები წავიდნენ ევროპაში და საუბარი მიდიოდა აღკვეთის კიდევ ერთ საპატიმრო ფორმაზე-პირად თავდებობაზე.

„როგორც ჩანს, ამნისტია ეხება მელიასგან ყველა იმ ბრალდების მოხსნას და სამომავლოდ მის სრულ რეაბილიტაციას. მაგრამ მელიამ უკაცრავად და, გაფშიკა ფეხები და არ უნდა გირაოს გადახდა, ამიტომ ერთ-ერთი არის მისი პირად თავდებობაში აყვანა. როდესაც ავტორიტეტული პიროვნება მიმართავს სასამართლოს და საკუთარ თავზე იღებს და ხელს აწერს, რომ პირადად აგებს პასუხს, რომ მელია დაესწრება სასამართლო პროცესებს, არ შეუშლის ხელს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესს და ამნისტიის კანონის მიღებას ან არმიღებას დაელოდება სახლში. ეს შეიძლება მელიასთვის იყოს რაღაც რენომეს შენარჩუნება, რომ „აი, მაინც არ გადავიხადე, ხომ ხედავთ! “, თუმცა ეს აღკვეთის ღონისძიება არსად მიდის“,-განაცხადა დავით ქართველიშვილმა. 

მისივე თქმით, საკითხავია, რომელი უფრო სამარცხვინოა „ნაცმოძრაობისა“ და მისი ლიდერისთვის- ევროკავშირთან ასოცირებულმა რომელიმე ორგანიზაციამ გადაიხადოს ეს გირაო, თუ ის, რომ საქართველოში არ მოიძებნა ერთი ადამიანიც კი, რომელიც ნიკანორ მელიას თავდებობაში აიყვანდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,399 ნახვა
%d bloggers like this: