მედიცინა

მსოფლიო მასშტაბით ერთჯერადად 1 მილიარდი ადამიანია აცრილი

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ევროპის იმუნიზაციის კვირეულზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიოში ერთჯერადად 1 მილიარდი ადამიანია აცრილი.

გამყრელიძის თქმით, აცრებისა და იმუნიზაციის ასეთი სწრაფი ტემპი მედიცინის ისტორიას ჯერ არ ახსოვს.

გამყრელიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით წარიმართოს, რადგან კოვიდპანდემიის დამარცხების გზა ვაქცინაზე გადის.

„დღეს მნიშვნელოვანი თარიღია, ტრადიციულად აპრილის ბოლო კვირა გახლავთ ევროპის იმუნიზაციის კვირეული, მარტო ევროპა არა, მთლიანად მთელი მსოფლიო აღნიშნავს ამ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს. იმუნიზაცია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ინტერვენცია, რომელიც იცავს მილიონობით ბავშვის და მოზრდილის სიცოცხლეს

იმუნიზაცია მედიცინის ისტორიაში გამოირჩევა როგორც ყოველთვის ყველაზე უფრო დიდი მიღწევა კაცობრიობის, რომელმაც გადაარჩინა ასეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე. ეს საკითხი განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად გახდა, კოვიდპანდემიის პერიოდში, რადგან კოვიდპანდემიის დამარცხების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე და მასობრივ იმუნიზაციაზე.

24 აპრილი მნიშვნელოვანი თარიღი იყო, როდესაც აცრილთა რაოდენობამ კოვიდის საწინააღმდეგოდ გადააჭარბა 1 მილიარდს. ასეთი სწრაფი ტემპი აცრებისა და იმუნიზაციისა ჯერ მედიცინის ისტორიაში არ ყოფილა, მაგრამ ეს მოგეხსენებათ საკმარისი არ არის.

1 მილიარდი ადამიანი გახლავთ ერთჯერადად აცრილი, მაგრამ ბევრად ნაკლებია ორჯერადად აცრილი, ამიტომ მნიშვნელოვანია ტემპის დაჩქარება, იმიტომ რომ დაანგარიშებულია ამ ტემპით თუ წავიდა მსოფლიოს საზოგადოებრიობა, მთლიანად სამიზნე მოსახლეობა 75% მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის აიცრება 19 თვეში, რაც რა თქმა უნდა დიდი პერიოდია და საჭიროა ტემპის კიდევ და კიდევ უფრო მეტად მომატება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,625 ნახვა
%d bloggers like this: