საზოგადოება

საკოორდინაციო საბჭო სააღდგომო პერიოდში შეზღუდვების დაწესების სამომავლო გეგმას დღეს განიხილავს

Nusagi

ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის საყოველთაო გავრცელების ფონზე საკოორდინაციო საბჭო სააღდგომო პერიოდში შეზღუდვების დაწესების სამომავლო გეგმას დღეს განიხილავს.

კვირაზე მეტია, რაც დადებითობის მაჩვენებელი 5%- ს უახლოვდება, ამავდროულად, ქვეყანა კორონავირუსის ახალი, ინდური შტამის საფრთხის წინაშე დგას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი შტამის გამოჩენის დიდი შანსია. მისივე თქმით, საქართველოში პიკური პერიოდი მაისის პირველ ორ კვირაში გამოვლინდება.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება და ამ ფონზე შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,638 ნახვა
%d bloggers like this: