საზოგადოება

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე კოვიდინფიცირებულ მძიმე პაციენტებს შორისაა

Nusagi

„ფოტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთი ფიგურანტმა,  პრეზიდენტის ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ რეანიმაციულ განყოფილებაში 20 დღე გაატარა. მას ჟანგბადს ამ დრომდე უწყვეტად აწვდიან. ფილტვების უმძიმესი დაზიანების მიზეზი კორონავირუსია. 

„მოვიხსენი ნიღაბი, მოვდუნდი და ძალიან დავისაჯე“,-აცხადებს გიორგი აბდალაძე, რომელმაც მოახერხა და „იმედის კვირის“ გადამღებ ჯგუფს ინტერვიუ მისცა.

მისი თქმით, ინფიცირებიდან 2-3 დღეში მაღალი სიცხე მისცა. 

კორონავირუსმა ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მისი ფილტვები 80%-ით დააზიანა და რეანიმაციულ განყოფილებაში სასუნთქ აპარატზე 20 დღის განმავლობაში იყო მიერთებული.

„15 დღის წინ, შემიძლია ვთქვა, რომ ნახევრად გათიშული ვიყავი, ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს ნანახი, ომიც, ტყვეობაც, ციხეც, მაგრამ იქ რაც ხდება, არასდროს დამავიწყდება. 35 წლის ბიჭი იყო, ექიმებს ეხვეწებოდა, მომკალითო“,-აცხადებს გიორგი აბდალაძე.

ის საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვისაც ამ დრომდე ჰგონია, რომ covid-19 ჩვეულებრივი ვირუსია. 

„შემომხედეთ მე, ექიმებმა სიცოცხლე მაჩუქეს. გაუფრთხილდით ამ ადამიანების შრომას. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რა არის რეანიმაციაში ერთი ღამე მორიგეობა. როგორი სტრესია, როდესაც მომაკვდავ ადამიანებს ხედავ და ეჭიდავები, რომ სიცოცხლე გადაურჩინო. ეს ადამიანები არიან გმირები“,-აცხადებს გიორგი აბდალაძე. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,387 ნახვა
%d bloggers like this: