სამართალი

ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული დავით კოდუა კვლავ კოვიდკლინიკაშია მოთავსებული

Nusagi

ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია.

როგორც კოდუას ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი სიბაშვილი აცხადებს, კოდუა კოვიდკლინიკაში გადის მკურნალობას და ვირუსის მხრივ მას გართულებები არ აქვს. თუმცა, სიბაშვილის თქმითვე, დავით კოდუას მხარზე მყესი აქვს გაწყვეტილი და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაგეგმილ ოპერაციასთან დაკავშირებით ჩაუტარდა კოვიდტესტირება, რა დროსაც მას აღნიშნული ვირუსი დაუდასტურდა.

ცნობისთვის, დავით კოდუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 აპრილს შეუფარდა.

კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით კოდუა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ipn.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,341 ნახვა
%d bloggers like this: