ხელოვნება და კულტურა

წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ „მომთაბარეთა მიწამ“ მოიპოვა

Nusagi

„ოსკარის“ 93-ე დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ფილმის კატეგორიაში ფილმმა „მომთაბარეთა მიწა“ გაიმარჯვა.

ამავე ფილმში მონაწილეობისთვის ფრენსის მაკდორმანდს „ოსკარი“ ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა.

ფილმის რეჟისორმა ქლოა ჩჟაომ კი ჯილდო წლის რეჟისორის ნომინაციაში მოიპოვა.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის „ოსკარი“ ფილმს „მამა“ გადაეცა, საუკეთესო ანიმაციურ ფილმად Pixar-ის „სული“ დასახელდა, საუკეთესო მოკლემეტრაჟიან დოკუმენტური ფილმად – „კოლეტე.“

„ოსკარის“ 93-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში, “იუნიონ სთეიშენში” გაიმართა. პანდემიის გამო, ნომინანტებს ტესტირებისა და კარანტინის პროტოკოლის მკაცრად დაცვა მოუწიათ. ცერემონიას მხოლოდ ნომინანტები და წამყვანები დაესწრნენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,855 ნახვა
%d bloggers like this: