პოლიტიკა

„არავისთვის საქმის გასარჩევად და საძველბიჭოდ არ ვართ აქ შემოსულები, ხალხის საკეთილდღეოდ ვიმყოფებით აქ“- ალეკო ელისაშვილი

Nusagi

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანაა, ყველამ ერთად დაიწყოს მუშაობა საზოგადოებისათვის საჭირო საკითხებზე.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ბევრი კრიტიკა აიტანა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რადგან საკუთარ სინდისთან იყო მართალი და ქვეყნის საკეთილდღეო მიზნები ამოძრავებდა.

„ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი ჭუჭყი მოვისმინეთ და ავიტანეთ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენი გადაწყვეტილების გამო, იმის გამო, რომ ამ პარლამენტში შემოვედით. ზიზღი და სიძულვილი მივიღეთ ზოგიერთისაგან აქ რომ არის წარმოდგენილი.

ჩვენ ამას ვითმენდით და ვიტანდით, იმიტომ რომ ეს ქვეყანა გვიყვარს და ვიცოდით, რომ ჩვენი პარლამენტში შემოსვლა იყო სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის.

ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლა ადრევე რომ მომხდარიყო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ წარსულზე არ ვილაპარაკოთ წინ ვიყუროთ, ქვეყანაზე და ხალხზე ვილაპარაკოთ.

ერთი რამ, რაც გამიხარდა არის ის, რომ ის ზოგ-ზოგიერთი, ვინც გაშმაგებული გვლანძღავდა ამ თვეების განმავლობაში, უკან რომ დასხდნენ კარგია. ესე იგი, ჰქონიათ მათ რაღაც ადამიანური. წინ რომ დამსხდარიყვნენ თვალს ვერ გაგვისწორებდნენ.

არავისთვის საქმის გასარჩევად და საძველბიჭოდ არ ვართ აქ შემოსულები, ხალხის საკეთილდღეოდ ვიმყოფებით აქ, წინ ვიყუროთ ქვეყანაზე ვილაპარტაკოთ. მოვითმინეთ ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, იმისთვის რომ ქვეყანასთან და ჩვენს სინდისთან ვიყავით მართლები. ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ საზოგადოებისათვის საჭირო საკითხებზე“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, დღეს ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომას ესწრებიან.

სხდომაში მონაწილეობას იმ ოპოზიციური პარტიების დეპუტატები იღებენ, ვინც მმართველ გუნდთან შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,837 ნახვა
%d bloggers like this: