Uncategorized

გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი – ირაკლი ღარიბაშვილი

Nusagi

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო არისტის კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, ყველა თაობის ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე. მისი დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში, სწორედ ამიტომაც ის ქართველმა ხალხმა ყველაზე დიდი ჯილდოთი – უდიდესი სიყვარულით დააჯილდოვა.

ვუსამძიმრებ ამ დიდი ადამიანის და მსახიობის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, მთელ ქართულ საზოგადოებას“, – წერს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, 85 წლის ასაკში სახალხო არტისტი კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ის ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,611 ნახვა
%d bloggers like this: