საზოგადოება

თამარ თორაძე: იმედო! რანაირად ხდება რომ შენს მკვლელს შენივე დაბადების დღეზე უშვებენ თავისუფლებაზე

Nusagi

ვერაზე ჩაცხრილული ოჯახის გადარჩენილი წევრი, თამარ თორაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

თამარ თორაძე ვერის საძმო „ბოროტების“ მიერ მოკლულ ძმას, იმედო თორაძეს დაბადების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ დიდი უსამართლობაა, რომ მის მკვლელს სწორედ ამ დღეს გაათავისუფლებენ.

„შენი დაბადების დღეა ჩემო საყვარელო ! არ ვიცი რატო, მაგრამ მამას უთქვამს, ეს იქნება ოჯახის იმედი და მოდი იმედო დავარქვათო!! ჩემო იმედო! რანაირად ხდება რომ შენს მკვლელს შენივე დაბადების დღეზე უშვებენ თავისუფლებაზე ისე, რომ არც დასჯილა მაგისთვის რო მოგკლა!! მაპატიე ჩემო საყვარელო ძმაო ესეთი უსამართლობის წინაშე უძლურია შენი პატარა დაა!! ქედს ვიხრი შენს და მთელი ოჯახის წინაშე და ვაღიარებ რომ ლაჩარი ვარ !! აქამდე რომ მოვიყვანე ზარალა რურუა სულაბერიძე ტილიკა და სხვა მრავალი!! ( გოგა ზამთარაძე შნირიც გარეთ გდია) და მაინც ჩემო ძვირფასო იმედო მაქვს შენი იმედი რომ ამ უსამართლობას ზემოდან დაჰყურებ და უკეთესი გეგმა გაქვს ჩემი გულის გასახარებლად და დედამიწის ამოსასუნთქად!!

დამეხმარე გხთოვ, დავასრულოთ ეს ბოროტები ზემოთ ჩამოთვლილი და არ ჩამოთვლილი !!

ღმერთს თხოვე შენს დაბადების დღეზე საჩუქრად ბოროტების დასრულება გთხოვ ! გილოცავ უკარგესო ადამიანო, 17 წლის მოგკლეს ზარალამ და რურუამ, მაგრამ არა უშავს, შენი სახელი მაინც ვერ მოკლეს და შენ მარადიული სიცოცხლე გეჩუქა.“,-წერს თამარ თორაძე.

ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტი ვერის საძმოს ყოფილ წევრს, გიორგი (ჟორიკა) რურუას ამნისტიით გაათავისუფლებს. თამარ თორაძე რურუას მისი ოჯახის წევრების დახოცვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჟორიკა რურუა თავად მონაწილეობდა მის სახლში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,393 ნახვა
%d bloggers like this: