საზოგადოება

კახა კუჭავა: კახი კავსაძემ მისი შემოქმედებით, კაცთმოყვარეობის, პატრიოტიზმის, ვაჟკაცობის მაგალითები დაგვიტოვა

Nusagi

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან ვწუხვარ, ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. იგი უყვარდა თანაბრად ყველას. კახი კავსაძემ მისი შემოქმედებით, განსახიერებული როლებით კაცთმოყვარეობის, პატრიოტიზმის, ვაჟკაცობის მაგალითები მოგვცა და დაგვიტოვა.

პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი კახის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, – აცხადებს კახა კუჭავა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,369 ნახვა
%d bloggers like this: