საზოგადოება

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

Nusagi

დღეს, 27 აპრილს, ჯივიპი, ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის და დადიანის ქუჩების კვეთაზე მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების პარალელურად წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ამავე ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რის შემდეგაც ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები დღეს, 27 აპრილს, 14:00 საათიდან 28 აპრილის დილის 08:00 საათამდე დაზიანების აღსადგენ სამუშაოებს განახორციელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 27 აპრილს 14:00 საათიდან 28 აპრილის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

ნაძალადევის რაიონში:

გურამიშვილის გამზირის, დადიანის, ჩარგლის, სანზონის და თიანეთის ქუჩების ნაწილს, მანჯგალაძის, გუდამაყრის, ჭოპორტის, ღრმაღელეს, კნოლევის, დაისის, ბეჟანიშვილის, ბენდელიანის, რატევანის, შენგელაიას, მუხრანის, ზესტაფონის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ასკურავას, ურიდიას, ლეჩხუმის, გვაზაურის, რიონჰესის მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში:

მეუნარგიას, ზაზიშვილის დავეშაპურის ქუჩებს.

გლდანის რაიონში:

გმირ კურსანტთა N20, ვეკუას ქ. N10, ხიზაბავრის ქ. N5.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,361 ნახვა
%d bloggers like this: