საზოგადოება

ლეგენდარული დონ კიხოტი წავიდა – არჩილ თალაკვაძე

Nusagi

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ლეგენდარული დონ კიხოტი, საამაყო ადამიანი, სიცოცხლის, სიკეთის და ნიჭიერების მატარებელი კახი კავსაძე წავიდა. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და მთელ საზოგადოებას. ნათელში განისვენოს!“, – წერს თალაკვაძე.

ცნობისთვის, 85 წლის ასაკში სახალხო არტისტი კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ის ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,874 ნახვა
%d bloggers like this: