საზოგადოება

„მისი მემკვიდრეობა მარადიულია“ – აშშ-ის საელჩო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

Nusagi

აშშ-ის საელჩო საქართველოში თეატრისა და კინოს მსახიობის კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სამძიმრის წერილში, აღნიშნულია, რომ მსახიობის მემკვიდრეობა მარადიულია.

„ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებას ბევრი ქართველი ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცდის. ბატონი კავსაძის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე და სანაცვლოდ მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის მოზღვავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია.

აშშ-ის საელჩო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,361 ნახვა
%d bloggers like this: