პოსტები სოციალური ქსელიდან

მისი წასვლა მე და ეკამ ოჯახის წევრის დაკარგვად განვიცადეთ – ბიძინა ივანიშვილის სამძიმარი კახი კავსაძის ოჯახს

Nusagi

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სამძიმრის წერილს ავრცელებს და კახი კავსაძის გარდაცვალების გამო ოჯახს უსამძიმრებს.

„საქართველომ კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანი – კახი კავსაძე დაკარგა. კაცი, რომელიც ყველას გვიყვარდა. არაჩვეულებრივი მსახიობი, რომელმაც ქართული თეატრიდა კინო თაობებს შეაყვარა.

კახი წავიდა, მაგრამ მისი სახე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მოგონებებში. ამიერიდან, კახი მის მიერ შექმნილ უკვდავ როლებში განაგრძობს არსებობას. კახი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ლაღი და განუმეორებელი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე რაინდი.

კახი ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო და მისი წასვლა მე და ეკამ ოჯახის წევრის დაკარგვად განვიცადეთ.

ამ უდიდეს დანაკლისს ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თეატრალურ საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს. რთულია, როდესაც უყურებ, როგორ გვტოვებენ დიდი ქართველები, თუმცა მხოლოდ ის თუ გვანუგეშებს, რომ მათი მემკვიდრეობა უკვდავია“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,690 ნახვა
%d bloggers like this: