პოლიტიკა

ოპოზიცია პარლამენტში შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეაცილეს

Nusagi

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ, რითაც მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.

პარლამენტში მივიდნენ: ზურაბ ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, დავით უსუფაშვილი, არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, თეონა აქუბარდია და საბა ბუაძე.

ოპოზიციონერი დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში მისვლას, ადგილზე მყოფი, „ ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწიათ. მომიტინგეები ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით სკანდირებდნენ: „უნამუსო“, „მონა“. ასევე, აქციის მონაწილეები ოპოზიციონერებს მიმართავდნენ შეკითხვით: „რატომ მიგვატოვეთ“, რაზეც მათი პასუხი იყო, რომ „არ მიუტოვებიათ“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,168 ნახვა
%d bloggers like this: