პოლიტიკა

„დიალოგი შედგა“ – ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა

Nusagi

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით 99-ე შეხვედრა დასრულდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, განიხილეს ბორდერიზაციისა და უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხები.

მისი თქმით, დიალოგი შედგა და ამ კუთხით მუშაობა გარძელდება.

„მთავარი განსახილველი საკითხი იყო ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის უპრეცედენტო ჩართულობა, რომელიც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გამოიჩინეს. დიალოგი შედგა, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება. ჩვენ შევხვდებით ოჯახის წევრებსაც და გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს.

საუბარი შეეხო ისეთ მტკივნეულ საკითხს, როგორიცაა უკანონო ბორდერიზაცია. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია, რომ ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი თითოეულ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან…

ჩვენ ვართ ორიენტირებულები შედეგზე, მივდივართ ამ შედეგებისკენ, იდგმება კონკრეტული ნაბიჯები“,- განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა ივნისის მეორე ნახევარში გაიმართება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,890 ნახვა
%d bloggers like this: