სპორტი

მაკრონი და ჯონსონი ევროპის სუპერლიგის შექმნას ეწინააღმდეგებიან

Nusagi

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ევროპის საფეხბურთო სუპერლიგის შექმნას ეწინააღმდეგებიან. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მაკრონმა განაცხადა, რომ ის უეფას პოზიციას მხარს უჭერს, რომელიც სუპერლიგის შექმნის იდეას მხარს არ უჭერს. „მხარს ვუჭერთ საფრანგეთის კლუბების პოზიციას, რომლებიც ევროპული სუპერლიგის იდეას მხარს არ უჭერენ. ეს იდეა სოლიდარობის და სპორტული ღირსების საკითხებს საფრთხეს უქმნის“ – განაცხადა მაკრონმა

მან ასევე დაამატა, რომ უეფას და ფიფას მიერ გადადგმულ შესაბამის გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერს.

„ფეხბურთის გულში მიყენებული დარტყმა“ უწოდა სუპერლიგის შექმნის იდეას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. „ევროპული სუპერლიგის შექმნა ფეხბურთს დიდ ზიანს მიაყენებს. კლუბები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. საკუთარი გულშემატკივრის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ და მათ წინაშე პასუხი აგონ“ – განაცხადა ჯონსონმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროპაში უეფასგან დამოუკიდებლად ახალი საფეხბურთო ტურნირი შეიქმნა – სუპერლიგა. ევროპის 12-მა დიდმა კლუბმა ახალი ტურნირი დააფუძნა, რომელიც სტარტს მალე აიღებს და აქამდე დალაგებულ საფეხბურთო სივრცეს, სრულიად არევს.

„მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „არსენალი“, „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“ – ეს ის გუნდებია, რომლებმაც სუპერლიგა დააარსეს.

ამ გუნდებს კიდევ 3 კლუბი შეემატება, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით არ დასახებულა და სუპერლიგის დამფუძნებლები იქნებიან. ევროპის სუპერლიგას პრეზიდენტიც ჰყავს – ფლორენტინო პერესი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ანდრეა ანიელიმ და ჟოელ გლეიზერმა დაიკავეს.

როგორც სუპერლიგის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ტურნირი, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და შემდეგ უკვე ქალთა შორის, იგივე შეჯიბრის შექმნა იგეგმება, რაც ქალთა ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს.

თითოეული დამფუძნებელი გუნდი ტურნირში მონაწილეობისთვის 350 მილიონ ევროს მიიღებს და სუპერლიგის მუდმივი ბინადრები იქნებიან. მთლიანობაში ახალ შეჯიბრში მონაწილეობას 20 გუნდი მიიღებს და 15 დამფუძნებელს 5 გუნდი წინა სეზონების შედეგების მიხედვით დაემატებიან.

უეფა, ფიფა, ევროპული კლუბების ასოციაცია, პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია A, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია სუპერლიგის წინააღმდეგები არიან.

უეფა 12-ვე კლუბს სანქციებით დაემუქრა, როგორც ფინანსურით, ისე სპორტულით – კერძოდ, გუნდებს შესაძლოა ევროთასებსა და შიდა ჩემპიონატებში თამაში აეკრძალოთ, ხოლო ამავე გუნდების ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებებში თამაშის შესაძლებლობას არ მისცემენ, უფრო კონკრეტულად, უეფასა და ფიფას ეგიდით გასამართ მატჩებში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,809 ნახვა
%d bloggers like this: