სოციალური ქსელები და მედია

უარყოფითი გამოხმაურების გამო, ფერმერთა ასოციაციამ მისალოცი პოსტი წაშალა

Nusagi

ამას ახლა “ფერმერობა” ეწოდება? თუ ნაცკლასტერის მორიგი ფბ-გვერდია, საიდანაც დეზინფორამაციის ფანჯარა გაიხსნა? სადაც ბურჯანაძეა პროდასავლური პოლიტიკოსი, იქ ჟორიკა რურუას ფერმერობაც მოსულა, ხომ?,-ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის გვერდზე განთავსებულ მილოცვას, სადაც აღნიშნული ორგანიზაცია გიორგი რურუას თავისუფლებას ულოცავს.

„ვულოცავთ ჩვენს ფერმერს, გიორგი რურუას თავისუფლებას“ ,-ეწერა მისალოც პოსტში, რომელიც ფეისბუქმომხმარებელთა აღშფოთებული გამოხმაურების შემდეგ, წაიშალა.

ცნობისთვის, ფეისბუქგვერდზე რამდენიმე დღეა, გავრცელდა სატელევიზიო გადაცემა „ფერმა“-ს სიუჟეტიდან ამოღებული ფოტო, სადაც გიორგი რურუა ფერმერად იყო მოხსენებული. სოციალურ ქსელში აღნიშნულ ფოტოს ირონიული გამოხმარებები მოჰყვა, თუმცა დღეს ვერის საძმო „ბოროტების“ ყოფილი წევრი და ტელეკომპანია „მთავარის“ მეწილე გიორგი (ჟორიკა) რურუა საქართველოს ფერმერთა ასოციაციამაც „ჩვენ ფერმერად“ მოიხსენია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,857 ნახვა
%d bloggers like this: