მედიცინა სილამაზე

„ფაიზერი“ წლის ბოლოს სამკურნალო აბების წარმოებას გეგმავს

Nusagi

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი, ამერიკული კომპანია “ფაიზერი” აცხადებს, რომ წლის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების წარმოებას გეგმავს.

ფაიზერის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს აბის მიღება კოვიდ-19-ის დადასტურების შემდეგ სახლშივე შეეძლებათ და მათი კლინიკაში მკურნალობა საჭირო აღარ იქნება. ალბერტ ბურლამ CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანტივირუსული მკურნალობა ეფექტური იქნება ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ. 

ორშაბათს “ტელეგრაფმა” განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ბელგიაში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აბებით მკურნალობის საცდელი პერიოდი მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობას ზრდასრული მონაწილეები იღებენ. CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნული “ფაიზერის” აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა. როგორც ბურლა აცხადებს, კომპანია ანტივირუსული პრეპარატის ორალური გზით მიღებას ანიჭებს უპირატესობას, რადგან გაცილებით მოსახერხებელია და არ საჭიროებს საავადმყოფოებში გადაყვანას და ზედმეტ დანახარჯებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,923 ნახვა
%d bloggers like this: