ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი: ექიმების ანაზღაურება არის რადიკალურად ასიმეტრიული და უსამართლო

Nusagi

„ჩვენი ექიმების ანაზღაურება არის რადიკალურად ასიმეტრიული“,- ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში გააკეთა.

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ამ კუთხით შესაბამისი ღონისძიებების გატარება აუცილებელია, რადგან ექიმების ანაზღაურება მხოლოდ მათი კვალიფიკაციით არ განისაზღვრება.

„შეიძლება იყოს ძალიან მოულოდნელი, მაგრამ ვთვლი, რომ უნდა იყოს გაცხადებული, ამის ვალდებულებაც მაქვს. ჩვენი ექიმების ანაზღაურება არის რადიკალურად ასიმეტრიული. ზოგიერთ ექიმს აქვს ანაზღაურება 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 000 ლარი – ეს არის უსამართლო, ეს არ არის მხოლოდ ექიმის კვალიფიკაციაზე დაყრდნობილი და ვთვლი, რომ ნამდვილად ეს გარემო არის ყურადღებამისაქცევი და შესაბამისი ღონისძიებები არის გასატარებელი.

300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება, რომ ხალათი ღირსეულად ეცვას და ისევე დაფასებული იყოს, როგორც ის ექიმი, რომელიც თვლის, რომ საქართველოს პირობებში, სრულიად სამართლიანად, აქვს ანაზღაურება 120 000 ლარი“,- განაცხადა მინისტრმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,874 ნახვა
%d bloggers like this: