მედიცინა

ე.წ. კოვიდპასპორტების საკითხზე ევროკავშირი უკვე მუშაობს

Nusagi

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, არ არსებობს ერთიანი უნიფიცირებული ცნობა, დადგენილი საერთაშორისო ორგანიზაციების – მათ შორის, ჯანმოს მიერ, თუმცა ე.წ. კოვიდპასპორტების საკითხზე ევროკავშირი უკვე მუშაობს.

გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყნების ნაწილმა უკვე შემოიღო მსგავსი დოკუმენტებით სარგებლობის ვალდებულება.

„ეს არის დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება, ადამიანი აცრილია თუ არა და როგორ არის აცრილი – ერთჯერადად, თუ სრულად, რადგან ვაქცინების უმეტესობა გამოიყენება ორჯერადი ინექციისთვის“, – ამბობს გამყრელიძე.

მისივე განმარტებით, ამ ტიპის დოკუმენტში არის ხოლმე PCR ტესტის პასუხიც და ზოგ ქვეყანაში არის მოთხოვნა, აღნიშნული იყოს აქვს თუ არა პიროვნებას გადატანილი ინფექცია.

სწორედ ეს მონაცემები იყრის თავს დოკუმენტში, რომელსაც მწვანე პასპორტსაც უწოდებენ – ამირან გამყრელიძის თქმით, თუ დოკუმენტი მწვანეა, ეს ნიშნავს, რომ მისი მფლობელი არის ვაქცინირებული, ან – PCR ტესტი უარყოფითია.

„ეს ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით, არ ხართ ინფექციის გამავრცელებელი“, – თქვა ამირან გამყრლიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: