უცხოური მედია

გერმანიის სპეცსამსახურები კოვიდ დისიდენტებზე თვალთვალს იწყებს

Nusagi

გერმანიის კონსტიტუციური დაცვის ფედერალური უწყება იწყებს კონტროლს იმ საზოგადოებრივი მოძრაობის  წინააღმდეგ, რომლის წევრებიც პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. 

ამისთვის უწყებაში შეიქმნა ახალი საგამოძიებო განყოფილება, რომელსაც უფლება ექნება აქტივისტების შესახებ შეაგროვოს ინფორმაცია. აღნიშნული სამოქალაქო მოძრაობის წევრები არა მხოლოდ რეგულაციებს აპროტესტებენ, არამედ აქტიურად ეწევიან შეთქმულების თეორიის ტირაჟირებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოძრაობამ ათობით ათასი მომხრე გაიჩინა. 

გერმანიის სპეცსამსახურებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციის წევრები ცდილობდნენ, კავშირი დაემყარებინათ მემარჯვენე ექსტრემისტებთან, ასევე პროპაგანდას ეწეოდნენ გერმანიის სახელმწიფო ინსტიტუტების იგნორირებას, რითიც კითხვის ქვეშ აყენებდნენ სახელმწიფოს მონოპოლიას ხელისუფლებაში.

მანამდე გერმანიის რამდენიმე ფედერალური მიწის კონსტიტუციის დაცვის უწყებამ თვალთვალი დაიწყო ცალკეულ აქტივისტებსა და ჯგუფებზე, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს ეწინააღმდეგებიან. პირველი ამ საქმით ბადენ-ვიურტენბერგის უწყება დაკავდა, სადაც ეს მოძრაობა ჩაისახა. 

აპრილის ბოლოს ბუნდესტაგმა ცვლილებები შეიტანა მოსახლეობის ეპიდემიისგან დაცვის კანონში, რაც ლოქდაუნის გამკაცრებას გულისხმობს. ეს ე.წ. მეოთხე კანონია, რომელიც მოსახლეობის ეპიდემიოლოგიურ დაცვას უკავშირდება. კენჭისყრის დროს ბერლინის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. „ბი ბი სი-ს“ ინფორმაციით, აქციაში, რომელიც პოლიციამ დაშალა, 8 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,855 ნახვა
%d bloggers like this: