პოლიტიკა

დღეს ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა დაგვმოძღვრა – ვურჩევ, კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში

Nusagi

დღეს ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა დაგვმოძღვრა – ვურჩევ, კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი გამოეხმაურა პარლამენტის ტრიბუნიდან „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის გამოსვლას, სადაც მან ისურვა, რომ დღეს იქნებოდა ბოლო შემთხვევა, როცა დეპუტატს კოლეგები მიუთითებენ, რომელ სხდომას დაესწრონ და რომელს – არა.

პაპუაშვილის თქმით, ნაცვლიშვილს რომ საკუთარი ვალდებულებები სცოდნოდა, გუშინდელ კომიტეტის სხდომას დაესწრებოდა, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე იმსჯელეს და საკუთარ არგუმენტებს იქ წარმოადგენდა.

„დღეს ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა ტრიბუნიდან დაგვმოძღვრა, რომ არ შეიძლება დეპუტატებს მოვუწოდებდეთ, რომ ისინი უნდა ისხდნენ სხდომათა დარბაზში და ისურვა, რომ ეს ყოფილიყო ბოლო ასეთი შენიშვნა ჩვენი მხრიდან. ამის საფუძვლად მოიყვანა კონსტიტუცია, რომელიც მას ხელშიც ეჭირა, მაგრამ სამწუხაროდ, არ იცნობს ალბათ მეორე წიგნს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრისთვის, ეს არის პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც ზუსტადაც ადგენს, რომ პარლამენტის წევრი უნდა იჯდეს დარბაზში, თუ არ ზის, სანქციებსაც კი ადგენს. ასე რომ, ქალბატონ ანას ვურჩევ, კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში და აქ არის სწორედ გაწერილი, რომ მან უნდა იაროს კომიტეტის სხდომებზეც, გაცდენა თუ არასაპატიოა, ამაზეც სანქციებია, ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა მას რომ სცდონოდა, გუშინ იქნებოდა კომიტეტის სხდომაზე და იმ პრეტენზიებს, რომელიც დღეს წამოეყენა, შეძლებდა გაეჟღერებინა უპირველეს ყოვლისა კომიტეტის სხდომაზე და იქ შეძლებდა საკუთარი სამართლებრივი არგუმენტების მოყვანას,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს როგორც პარლამენტში დღეს მოსული დეპუტატები განმარტავდნენ, ვიდრე ნიკა მელია ციხეში რჩება, ისინი საკანონმდებლო საქმიანობაში მხოლოდ ნაწილობრივ ჩაერთვებიან. დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ დეპუტატი სალომე სამადაშვილი, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები თეონა აქუბარდია და პაატა მანჯგალაძე. თუმცა, პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს განიხილავდნენ, მათგან მხოლოდ ანა ნაცვლიშვილი და თეონა აქუბარდია ესწრებოდა. ანა ნაცვლიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების სახელით სხდომაზე განცხადება გააკეთა კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი შეჩერება მოითხოვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: