სამართალი

ვაკეში თემურ ხაჩიშვილზე თავდასხმა სცადეს

Nusagi

ვაკეში, მხედრიონის ყოფილ წევრზე, თემურ ხაჩიშვილზე თავდასხმა სცადეს. შემთხვევა თბილისის ცენტრში, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ხაჩიშვილი 90-იან წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და მხედრიონის მეთაურ ჯაბა იოსელიანთან დაახლოებული პირი იყო. წლების წინ მან სასჯელი რამდენიმე გახმაურებული დანაშაულისთვის მოიხადა.

წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ ინციდენტში რამდენიმე პირი მონაწილებდა.

პრაიმ ტაიმის ინფორმაციით, სავარაუდოდ, შემთხვევა 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობას უკავშირდება.

ცნობილია, რომ ყოფილი მინისტრი პოლიციამ უკვე გამოკითხა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,393 ნახვა
%d bloggers like this: