მედიცინა

ზურაბ გურული: ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს

Nusagi

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, კომპანია “ფაიზერის” დირექტორის განცხადება კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის გამოშვების შესახებ ყველაზე სასიამოვნო ცნობაა. 

“ამერიკაში უკვე სერიოზულად შესუსტდა პანდემია. მოზრდილთა 37 % უკვე სრულად აცრილია, 54 %-ს კი ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ვაქცინები მუშაობს! ფაქტი სახეზეა.

ახლა მთავარია ბავშვების ვაქცინაციაც ასევე წარმატებით განხორციელდეს და დაავადების გავრცელების ყველა წყარო ამოიკეტება რამდენიმე თვეში.

ყველაზე სასიამოვნო ცნობა კი ალბათ პფაიზერის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებაა, რომ წლის ბოლოსთვის კომპანია გამოუშვებს წამალს, რომელიც კოვიდის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიღებისას მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს და დაავადება ძალიან მსუბუქად წარიმართება.

ეს წამალი ე.წ. პროტეაზების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, იმავე კლასისაა, რომლებსაც “ც” ჰეპატიტის და შიდსის სამკურნალოდ იყენებენ და თრგუნავს იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში გასამრავლებლად.

ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს…

მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”, – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,680 ნახვა
%d bloggers like this: