რელიგია

ანდრია ჯაღმაიძე: მღვდელმსახურები საფლავებს აკურთხებენ, ხალხის მისვლის აუცილებლობის გარეშე

Nusagi

„რადგან სახელმწიფომ მიზანშეწონილად მიიჩნია რეგულაცია, რომ საფლავზე არ მოხდეს ხალხის თავშეყრა, საპატრიარქომ შესაბამისი მითითება გამოსცა და მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ, ხალხის მისვლის აუცილებლობის გარეშე“,- ეს განცხადება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

სასულიერო პირის თქმით, წელსაც, ყველა რეგულაცია დაცული იქნება. მან მოუწოდა მრევლს პირბადის ტარებისაკენ.

„აღდგომა იქნება ძალიან ბედნიერი. დიდი სიხარულის მომტანი, განსაკუთრებით, მორწმუნე ადამიანებისთვის. ეკლესიისთვის შარშანდელი რეგულაციები გვახსოვს. შარშან იყო ძალიან ზედმიწევნით დაცული ეს რეკომენდაციები. წელსაც საპატრიარქომ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებით განცხადება, რომ გავიხსენოთ ყველა ის მითითება, რაც შარშან იყო და ვიზრუნოთ მის აღსრულებაზე. ძირითადად ეს იქნება დისტანცია. ასევე, მრევლს ვთხოვთ, რომ იქონიონ პირბადე..

რადგან სახელმწიფომ მიზანშეწონილად მიიჩნია რეგულაცია, რომ საფლავზე არ მოხდეს ხალხის თავშეყრა, საპატრიარქომ შესაბამისი მითითება გამოსცა და მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ, ხალხის მისვლის აუცილებლობის გარეშე“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,923 ნახვა
%d bloggers like this: