მედიცინა

საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 895 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 090, „პისიარ“ ტესტით – 16 805.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,29% ბოლო 14 დღის – 4,7%, ბოლო შვიდი დღის – 4,85%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 310 310 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 290 767 გამოჯანმრთელდა, 4 110 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 45 338 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 729.

კარანტინის რეჟიმშია 99, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 873 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 749 პირი.

ამასთან, 29 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 160 პაციენტი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,373 ნახვა
%d bloggers like this: