უცხოური მედია

ჩინეთში შემოიღეს ჯარიმა მათთვის, ვინც რესტორანში ზედმეტ საკვებს შეუკვეთავს

Nusagi

ჩინეთის პარლამენტმა პროდუქტების ზედმეტი მოხმარების წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომელიც მიმართულია რესურსების დაზოგვისა და ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტისკენ. ამის შესახებ გაზეთი Global Times იუწყება. გამოცემა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საინფორმაციო სამსახურს ეკუთვნის.

კანონი ითვალისწინებს ჯარიმას ვიდეორგოლებისთვის, რომელიც საკვების უზომო მოხმარების პროპაგანდას ეწევა, ასევე საზოგადოებრივი კვების ადგილებში ზედმეტი პორციების შეკვეთისთვის, თუ მაგიდაზე დარჩება დიდი ოდენობით შეუჭმელი საკვები.

მაგალითად, ბლოგერებს, რომლებიც აქვეყნებენ ვიდეოებს კონკურსებს, ვინ უფრო მეტს შეჭამს, ემუქრება ჯარიმა 15 ათასი დოლარის ოდენობით. რესტორნებს ექნება უფლება, მოთხოვოს კლიენტს ზედმეტი თანხა, თუ ისინი არ შეჭამენ შეკვეთილ პორციებს. 

ამავდროულად, რესტორნები, რომლებიც კლიენტებს შეცდომაში შეიყვანენ და აიძულებენ ზედმეტი საკვები შეუკვეთონ, ემუქრება ჯარიმა- ათას ხუთასი დოლარი. მაქსიმალური- 8 ათასი დოლარის ჯარიმა დაეკისრება იმ დაწესებულებებს, სადაც დიდი ოდენობით საკვები ნარჩენები გროვდება.

კანონში არ არის ფორმულირებული, რა იგულისხმება საკვებ ნარჩენებში. ამის განსაზღვრა შემდეგ დადგენილებაში იქნება მოცემული. 

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში ყოველწლიურად ნარჩენებს მიყვება 18 მლნ ტონა საკვები. ამ მოვლენასთან საბრძოლველად ქვეყანაში საერთო ეროვნული კამპანია დაიწყო სახელწოდებით- „შეჭამე ბოლომდე“. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,363 ნახვა
%d bloggers like this: