პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტში სწორი ინიციატივები შეიტანა

Nusagi

ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში. ჩვენ მათ გავუგზავნეთ ის მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რაც იყო ინიცირებული საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნას.

მისივე განცხადებით, გაცემული რეკომენდაციები კონსტრუქციული და საქმიანია.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეუდო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი. ჩვენი გუნდი პარლამენტში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში. ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, რაც არის შეფასებული დადებითად და მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რასაც დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნას გამოაქვეყნეს. დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,168 ნახვა
%d bloggers like this: