მედიცინა

ბათუმში, კოვიდ-სასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა

Nusagi

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში 55 წლის ქალი კოვიდ-სასტუმროში გარდაიცვალა.

უწყების ცნობითვე, პაციენტს თავიდან აღენიშნებოდა რამდენიმედღიანი ცხელება. 23 აპრილს დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია. 24 აპრილს მოთავსდა ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში.

სამინისტროს თანახმად, პაციენტს 26 აპრილს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები. ბოლო 3 დღე იყო უსიმპტომო. შესაბამისად, 30 აპრილს საღამოს 21:30 სასტუმროში ბოლო სამედიცინო შემოვლისას პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე.

1 მაისს, 12:00 საათზე კი დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება ფაქტის შესწავლა და გარდაცვალების მიზეზის დადგენა, აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

გარდაცვლილი ქალის ახლობლების თქმით, პაციენტს დღეს დილით ვერ დაუკავშირდნენ, რის გამოც მისი ნომრის კარის შემტვრევა გახდა საჭირო.

ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 99 პაციენტი, გამოვლინდა კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა, კლინიკა დატოვა 14 ადამიანმა. მართვით სუნთქვაზეა 11 პაციენტი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,857 ნახვა
%d bloggers like this: