საზოგადოება

გამონაკლისის სახით, გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს

Nusagi

სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გამონაკლისის სახით, საქართველოში ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1-ელ მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად, იმოქმედებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე.

საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად. 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტს კი შეზღუდვა არ შეეხება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,659 ნახვა
%d bloggers like this: