საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე მეწყრულ ზონაში პრევენციული სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება

Nusagi

მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე მეწყრულ ზონაში პრევენციული სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვიდეოჩართვისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიამ მეწყერსაშიშ ზონაში შესაბამისი ღონისძიებები პირველივე დღეებიდან გაატარა.

„ე.წ. ექსპერტების მხრიდან დიდი კრიტიკა მოდიოდა, რასაც ჩვენ ნამდვილად არ ვიმსახურებდით. პირველივე დღიდან, როგორც კი გაჩნდა საფრთხე, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო. გზა ჩაიკეტა, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა. ამჟამად კი, კონკრეტული არეალი მზადდება უკვე შემდეგი ეტაპისთვის. როგორც კი პროექტი მზად იქნება, მეორე ეტაპს დავიწყებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,378 ნახვა
%d bloggers like this: