სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

Nusagi

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე 250-ქულიან საჩოგბურთო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

ბასილაშვილი მიუნხენის მასტერსზე 1/16-ფინალიდან ჩაერთო, სადაც ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო დაამარცხა, 1/8-ფინალში კოლუმბიელი გალან რივეროსი გამოთიშა ასპარეზობას, ხოლო ნახევარფინალში გასვლა სლოვაკი ნორბერტ გომბოსის დამარცხების შედეგად მოახერხა. ეს შეხვედრა გუშინ დაიწყო, თუმცა უამინდობის გამო პირველ სეტში, 5-4-ზე შეწყდა და დღეს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა სამივე შეხვედრა დამაჯერებლად, ორ სეტში მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, მიუნხენის მასტერსის ნახევარფინალში ნორვეგიელ კასპერ რუდს დაუპირისპირდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ილია ივაშკას და იან შტურფის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილსა და კასპერ რუდს შორის გასამართი ნახევარფინალური შეხვედრა სტარტს დღესვე, თბილისის დროით 16:00 საათზე აიღებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,364 ნახვა
%d bloggers like this: