ხელოვნება და კულტურა

ჰოლივუდში „ბედის ირონიას“ იღებენ- ვინ შეასრულებს მთავარ როლს

Nusagi

ჰოლივუდში საბჭოთა საკულტო კომედიის „ბედის ირონიის“ ამერიკულ ვერსიას გადაიღებენ.

ფილმი 1976 წელს რეჟისორმა ელდარ რიაზანოვმა გადაიღო და მას შემდე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მთავარ საახალწლო ფილმად ითვლება. ისევე, როგორც აშშ-ში საშობაო ფილმი „მარტო სახლში“. 

ისტორია ახალგაზრდა მამაკაც ჟენიას გარშემო ვითარდება, რომელსაც მეგობრები სიმთვრალეში შეცდომით, სხვის მაგივრად ჩასვამენ თვითმფრინავში და ლენინგრადში გაამგზავრებენ. აეროპორტიდან ჟენია მიდის უცხო სახლში, რომელიც ძალიან ჰგავს მის საკუთარს. აღნიშნული მომენტი წარმოადგენს სატირას იმ ეპოქაში გავრცელებულ მშენებლობის სტილზე, როდესაც სხვადასხვა ქალაქებში აბსოლუტურად იდენტური, ბლოკის კორპუსები შენდებოდა. 

ამერიკული რიმეიკის ავტორია მარიუს ვაისბერგი. მისი თქმით, პროექტი დიდი ხნის წინ ჰქონდა ჩაფიქრებული და მასში იქნება რამდენიმე ელემენტი, რომელიც ფილმის ორიგინალთან იქნება ადაპტირებული. 

გადაღებები ბოსტონში, 2021 წლის მაისში დაიწყება. მთავარ როლებში იქნებიან ემა რობერტსი (ნადია), ტომას მანი (ჟენია), ჰარეტ ჰედლუნდი (იპოლიტი) და ბრიტ რობერტსონი (გალია).

ემა რობერტსი- ნადია
ტომას მანი- ჟენია
ჰარეტ ჰედლუნდი- იპოლიტი
ბრიტ რობერტსონი- გალია

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,680 ნახვა
%d bloggers like this: