მედიცინა

ლელო- კოვიდ 19-ით გარდაიცვალა ერთ-ერთი პირველი „ლელოელი“ და ჩვენი აქტიური წევრი

Nusagi

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის ოფისმენეჯერი, ირმა გოგიტიძე კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში „ლელომ“ გაავრცელა.

„სამწუხარო ამბავი გვაქვს აჭარიდან.

„ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის ოფის-მენეჯერი, ირმა გოგიტიძე კოვიდ 19-ით გარდაიცვალა.

ირმა ერთ-ერთი პირველი „ლელოელი“, ჩვენი აქტიური წევრი და აჭარაში პირველი ოფიციალური თანამშრომელი იყო.

ირმა გოგიტიძე ჩვენ გუნდს მაშინ შემოუერთდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიყავით პარტია, საზოგადოებრივ მოძრაობას ვქმნიდით და პირველ ნაბიჯებს ვდგამდით.

„ლელოს“ სახელით გვსურს მივუსამძიმროთ მის ოჯახს და თანამებრძოლებს. ირმას გარდაცვალებამ ყველას გული გვატკინა“ – წერია განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,828 ნახვა
%d bloggers like this: