უცხოური მედია

ლონდონში, 25 მეტრის სიმაღლეზე უნიკალური გამჭვირვალე საცურაო აუზი აშენდა

Nusagi

ლონდონში გამჭვირვალე საცურაო აუზი აშენდა, რომელიც ორ ცათამბჯენს აკავშირებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, აუზი ინგლისის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რაიონ „ნაინ ელმსში“, საცხოვრებელ კომპლებს „ემბასი გარდენსში“ მდებარეობს. აუზი 25 მეტრის სიმაღლეზეა დამონტაჟებული და შენობების მე-10 სართულებს აკავშირებს. ის მხოლოდ კომპლექსის მცხოვრებებისთვის არის ხელმისაწვდომი.

აუზი აშშ-ში, კოლორადოდ შტატში დაამზადეს. მისი სიღრმე დაახლოებით 3 მეტრია, წონა კი 375 ტონას შეადგენს. აუზი ოფიციალურად 19 მაისს გაიხსნება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,659 ნახვა
%d bloggers like this: