სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის მასტერსის გამარჯვებულია

Nusagi

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიპოვა. მიუნხენის ATP250 კატეგორიის ტურნირის ფინალში მან გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში დაამარცხა. მატჩი საათი და 28 წუთი გრძელდებოდა.

ეს არის ბასილაშვილის კარიერაში პირველი ტიტული, რომელიც მან სეტის წაუგებლად მოიგო.

ბასილაშვილი ახალ რეიტინგში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდება, ოთხ პოზიციას მოიგებს და 31-ე ნომერი გახდება, რაც საშუალებას მისცემს, როლან გაროსზე განთესილებს შორის მოხვდეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,855 ნახვა
%d bloggers like this: