პოსტები სოციალური ქსელიდან

„ოდესმე მაინც მოვუყვები შვილიშვილებს, რომ ასეთ საგიჟეთშიც მომიწია ცხოვრება“ – ზურაბ ჯაფარიძე სასაფლაოსთან (ფოტო)

Nusagi

პარლამენტის დეპუტატი პარტიიდან „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საბურთალოს სასაფლაოსთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, პოლიციამ ბებია-ბაბუის საფლავზე შესვლის საშუალება არ მისცა, რათა ჯარიმა არ დაეწერათ.

„პირველ ბარიერში გავძვერი სკუტერით, მაგრამ მეორე ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა
ეს ხდება საბურთალოს სასაფლაოზე. პოლიციელების ცოცხალი კედლებია ყველგან. ამჯერად ბებია-ბაბუის საფლავზე არ მიმიშვეს, არ მომცეს კანონის დარღვევის შესაძლებლობა, რომ ჯარიმა არ დაეწერათ.

ოდესმე მაინც მოვუყვები შვილიშვილებს რომ ასეთ საგიჟეთშიც მომიწია ცხოვრებამ, თუმცა ჯარიმის ქვითარი მაინც კარგი იქნებოდა საჩვენებლად. ეს ჰგონია ხალხს ნორმალური და მაინც მე ვარ ამ ქვეყანაში ტრადიციების, ადათების და ქართველობის ნომერ პირველი მტერი“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეზღუდვა 2-დან 4 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,828 ნახვა
%d bloggers like this: