მედიცინა

ჩინური ვაქცინები უფრო უსაფრთხოა, მათზე სასიკვდილო შედეგები არ დაფიქსირებულა

Nusagi

ჩინური ვაქცინები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა ვაქცინები. როგორც ვიცი, მათზე სასიკვდილო შედეგები არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ჩინური ვაქცინების აღიარება მოხდება ჯანმოს მიერ, ეს დამატებითი მოტივაცია საზოგადოებისთვის, მაგრამ ჯანმოს აღიარების გარეშეც რომ მოხდეს ვაქცინაცია, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

„ჯანმომ ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომ აღიარების პროცესი არ შეჩერებულა. მათ დასჭირდათ დამატებით დოკუმენტაცია, რაც ჩინელებმა ორივე ვაქცინაზე წარადგინეს, რასაც ჯანმო სწავლობს. ერთ კვირაში გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. პირადად მე დადებით გადაწყვეტილებას ველოდები. თუ უარყოფითი პასუხი იქნება, არ ვიცი რა მოხდება „სინოვაკის“ შემთხვევაში, რომელიც ახლახან გვაჩუქა ჩინეთმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ „სინოფარმი“ მაინც წავა გამოყენებაში, რამეთუ რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. პირველივე დღეს 14 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. მას უკვე იყენებს 47 ქვეყანა. მათგან უმრავლესობამ დეფაქტო მოახდინა შემთხვევების შემცირება და რაც მნიშვნელოვანია სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება. ჯანმოს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ პატივი ვეცით საზოგადოების სურვილს და ველოდებოდით საერთაშორისო აღიარებას. 47 ქვეყანა არ დაელოდა საერთაშორისო აღიარებას და ის დაიწყებს მათი გამოყენება. მათ მესამედზე, ან მეტად შეამცირეს ახალი შემთხვევების მატება და სიკვდილობის შემთხვევები. ვინ დარჩა უფრო მოგებული? თან ჩინური ვაქცინები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა ვაქცინები. როგორც ვიცი, მათზე სასიკვდილო შედეგები არ დაფიქსირებულა. ახლა გეტვით საინტერესო ამბავს, რაც ყველამ შეიძლება არ იცის. ამერიკაში ტარდება სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ფეხბურთში. იქ ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ ნაკრებებს მისცენ, სადაც ყველა ვაქცინირებული იქნება მომსახურე პერონალის ჩათვლით. მათ შეიძინე 50 ათასი დოზა „სინოფარმი“, მაშინ როდესაც თავისუფლად შეეძლოთ ნებისმიერი სხვა ვაქცინის ყიდვა. ასევე გეტყვით, რომ ლეო მესი ოფიციალურად იცრება „სინოფარმის“ ვაქცინით და მას პერსონალურად ჩაუტანეს ბარსელონაში თვითმფრინავით ვაქცინა. როგორ ფიქრობთ, მესის არ მიუწვდება ხელი ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე? ასე რომ, ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს და მსოფლიოში გამოცდილია. თუ იქნება ჯანმოს აღიარება და იმედი მაქვს, რომ იქნება, ეს გახდება დამატებითი მოტივაცია, მაგრამ ჯანმოს აღიარების გარეშეც, რომ მოხდეს ვაქცინაცია, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.https://www.facebook.com/v6.0/plugins/like.php?action=like&app_id=&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df2c18141637bc18%26domain%3Dimedinews.ge%26origin%3Dhttps%253A%252F%252Fimedinews.ge%252Ffcc991f1e1349c%26relation%3Dparent.parent&container_width=0&href=http%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fcovid19%2F199858%2Ftengiz-tsertsvadze-chinuri-upro-usaprtkhoa-vidre-skhva-vaqtsinebi&layout=button_count&locale=en_US&sdk=joey

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: