უცხოური მედია

წყნარ ოკეანეში ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო შენდება

Nusagi

წყნარ ოკეანეში, 2022 წელს, მსოფლიოში პირველი  სახელმწიფო გაჩნდება, რომელიც წყალზე იქნება გაშენებული. ის სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოებში არ იქნება მოქცეული და გამოიყენებს საკუთარ კრიპტოვალუტა  vyron-ს. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ოკეანის სანაპიროზე 300 სახლის აშენება იგეგმება, ასევე რამდენიმე სასტუმრო, როსტორანი, ოფისები. ახალი სახელმწიფო კუნძულ ტაიტის მახლობლად გაშენდება.

პილოტური პროექტი, რომელიც PayPal-ის დამაარსებელმა პიტერ ტილმა 50 მლნ დოლარით დააფინანსა, პოლინეზიის ხელისუფლებასთან პარტნიორობითაა შექმნილი და მხარდაჭერილია მეცნიერების, ფილანტროპებისა და ინვესტორების მიერ.

სახელმწიფოს „მცურავი კუნძული “ ერქმევა პროგრამის ერთ-ერთი მკვლევარის თქმით, მისი მოქალაქეები თავისუფალნი იქნებიან გეოპოლიტიკური გავლენებისა და სავაჭრო პრობლემებისგან. 

„ერთ დღეს ქვეყანას შეეძლება მიიღოს ლტოლვილები, რომლებიც კლიმატის ცვლილებების გამო, იძულებულნი იქნებიან საკუთარი ქვეყნები დატოვონ“,-განაცხადა პოლიტოლოგმა.

კუნძულზე სახლებს მწვანე სახურავები ექნება, რომლებიც მცენარეებით იქნება დაფარული. მშენებლობისას კი, ადგილობრივ ბამბუკს, ქოქოსის ბოჭკოებს, ხის მასალას და გადამუშავებულ მეტალს გამოიყენებენ. 

უახლოეს მომავალში 250-300 ოჯახი პირველ მცურავი კუნძულზე დასახლდება. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: