უცხოური მედია

ბილ გეითსი ცოლს შორდება

Nusagi

Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა და მისმა მეუღლე მელინდამ განაცხადეს, რომ 27 წლის ერთობლივი ცხოვრების შემდეგ, შორდებიან. ამის შესახებ ბილ გეითსმა ტვიტერზე დაწერა.

„დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ ქორწინება. ბოლო 27 წლის განმავლობაში ჩვენ აღვზარდეთ სამი არაჩვეულებრივი შვილი და შევქმენით საძირკველი, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, ჯანმრთელი და პროდუქტიული ცხოვრებით იცხოვრონ“,-ნათქვამია გეითსის განცხადებაში.  

ბილი და მელინდა აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას მათ მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდის ფარგლებში. Microsoft -ის დამფუძნებელი საზოაგდოებას სთხოვს, პატივი სცენ მისი და მისი მეუღლის გადაწყვეტილებას და მისცენ განმარტოების საშუალება. 

წყვილი განქორწინების პროცესის ფინანსურ მხარეზე არ საუბრობს. გეითსების ქონება $130,5 მლრდ-ს შეადგენს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,877 ნახვა
%d bloggers like this: